დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
დღეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა.
რიგგარეშე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ქედის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე.
2026 წლის თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით დაინტრერესებულ პირებს მოსაზრების წარდგენა შეუძლიათ 2025 წლის 21 ნოემბრის 18:00 საათამდე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.
ქედის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ქედის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა: 2025 წლის 19 ნოემბერი; 11 საათი. (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული; სააქტო დარბაზი).
საკრებულოს დარგობრივი კომისიები და საკრებულოს ფრაქციები ქედის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტზე თავის დასკვნას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას წარუდგენენ არაუგვიანეს 2025 წლის 24 ნოემბრისა.
საკრებულოს დარგობრივი კომისიები და საკრებულოს ფრაქციები ქედის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტზე სხდომებს გამართავენ 2025 წლის შემდეგი გრაფიკით:
- სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია - 2025 წლის 24 ნოემბერი; 11:00 საათი;
- სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისია - 2025 წლის 24 ნოემბერი; 12:00 საათი;
- ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისია - 2025 წლის 24 ნოემბერი; 14:00 საათი;
- სოციალურ საკითხთა კომისია - 2025 წლის 24 ნოემბერი; 15:00 საათი.
ქედის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტზე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია 25 ნოემბერს 12:00 საათზე ჩაატარებს გაფართოებულ სხდომას.