მთავარი საკრებულო სიახლეები

დღეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ხელმძღვანელობდა.

სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი. ხმათა უმრავლესობით დამტკიცებული იქნა დადგენილებისა და განკარგულების პროექტები: ქედის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 27 ივნისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. ასევე, ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტის ნუსხის დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი და საინფორმაციო სისტემის მართვის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ განკარგულების პროექტი.

გარდა ამისა, განხილულ იქნა ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის 2026 წლის II კვარტლის შესრულების ანგარიში, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის 2025 წლის ანგარიში და ა(ა)იპ ქედის სახელოვნებო სკოლის 2025 წლის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
სექტემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?