მთავარი საკრებულო სიახლეები

დღეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.

სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ხელმძღვანელობდა.

სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი და ხმათა უმრავლესობით დამტკიცებული იქნა დადგენილებისა და განკარგულების პროექტები: ქედის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ 2025 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის პროექტი; ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი; ქედის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილების შეტანის პროექტი. ასევე, ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების (ქონება) ნუსხის დამტკიცების შესახებ განკარგულების პროექტი და უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭების შესახებ განკარგულების პროექტი.

ასევე განხილულ იქნა: შპს „ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ 2025 წლის საქმიანობის წლიური ანგარიში, ა(ა)იპ ,,ბავშვთა საფეხბურთო კლუბი ქედა“-ს 2025 წლის საქმიანობის წლიური ანგარიში.

საკრებულომ დაამტკიცა მუდმივმოქმედი კომისიების 2026 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმები.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
ივლისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?