2022 წლის 29 ივლისს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/11 მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს 21 წევრიდან 17 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა ექვსი საკითხი განიხილეს.

საკრებულომ პირველ საკითხად განიხილა და ხმათა აბსოლიტური უმრავლესობით დაამტკიცა „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №12 დადგენილებაში ცვლილები.

სხდომაზე მეორე საკითხად განიხილეს ქედის მუნიციპალურ საკუთრებად რეგისტრირებული, 20 (ოცი) ერთეული უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინები) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი. მიღებული გადაწყვეტილებით ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისში მდებარე 2879 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 21.02.32.300) არსებულ სოციალური სახლში (N01/5-2393.1 კვ.მ. საერთო ფართი) არსებული 20 (ოცი) ბინა ერთეული, შემდგომში ეკომიგრანტ ოჯახებზე საკუთრებაში იქნება რეგისტრირებული.

საკრებულომ მესამე საკითხად ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში 2022 წელში განსახორციელებელი ღონისძიებების ნუსხა.

სხდომაზე მეოთხე და მეხუთე საკითხად საკრებულოს მიერ დადებითად იქნა შეფასებული ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მიერ 2022 წლის პირველ და მეორე კვარტალში პროგრამული ბიუჯეტით გათვალისწინებული (სპორტული, ახალგაზრდული და კულტურული) ღონისძიებების შესრულების შესახებ ანგარიშები.

საკრებულოს სხდომაზე ბოლო საკითხად ქედის მუნიციპალიტეტის მერს მიეცა თანხმობა დაბა ქედა, ტბელ აბუსერიძის ქუჩა №13-ში მდებარე, ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის, მეორე სართულზე არსებული 83,9 კვ. მეტრი საოფისე ფართის (ს/კ 21.03.33.038.01.503) შპს „ქედის კომუნალურსერვისი“-ზე პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, უვადოთ (არსებობის ვადით), უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე.