2022 წლის 07 ნოემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ №01-06/18 რიგგარეშე სხდომაზე სამი საკითხი განიხილა.

ხმათა უმრავლესობით, საკრებულოს წევრებმა, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ოთარ ხარაძე აირჩიეს.

საკრებულომ დაამტკიცა ქედის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები. მიმდინარე პერიოდში შესყიდვების შედეგად მიღებული ეკონოომის საშუალებით დამატებით დაფინანსდა ინფრასტრუქტურის, ჯამრთელობის დაცვის, კულტურისა და სხვა მშნივნელოვანი ღონისძიებები.

საკრებულომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო „ქედის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 სექტემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე.

დაინტერესებულ პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრების წარდგენა შეუძლიათ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 2022 წლის 16 ნოემბრის დღის 18:00 საათამდე სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიაში (თავმჯდომარე - ლევან ბერიძე).

განსახილველ საკითხზე ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომა შედგება 2022 წლის 17 ნოემბერს დღის 16:00 საათზე. (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული; სხდომათა დარბაზი), ხოლო დადგენილებების გამოცემის თარიღად განისაზღვრა 2022 წლის 18 ნოემბერი.