მთავარი სიახლეების არქივი

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 აგვისტოს №01-07/13 რიგგარეშე სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 აგვისტოს №01-07/13 რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს. სხდომას საკრებულოს 24 წევრიდან 20 ესწრებოდა.

სხდომაზე პირველ საკითხად განხილული და მიღებული იქნა ხმათა უმრავლესობით „ „ქედის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი. ამ გადაწყვეტილებით ადგილობრივი ბიუჯეტი 70 000 ლარით გაიზარდა, რომლებიც მუნიციპალური სერვისები გაუმჯებესებას და ინფრასტრუქტურული სამუშაოების გაგრძელებას მოხმარდება.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ქედის მუნიციპალურ საკუთრებად რეგისტრირებული, დაბა ქედაში მდებარე შენობა-ნაგებობაში არსებული 22 ერთეული საცხოვრებელი ბინა, რომელიც შემდგომში ფაქტიურად მოსაგრებლე ოჯახებს გადაეცემა უსასყიდლოდ საკუთრებაში რეგისტრაციის უფლებით.

საკრებულოს წევრებმა განიხილეს ,,ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის 2018 წლის მიზნობრივი პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი და ერთხმად დაუჭირეს მხარი ერთერთ პროგრამაში არსებული ეკონომიით მიღებული თანხების გადანაწილებას სხვა პროგრამებზე.

დღის წესრიგის შესაბამისად მეოთხე საკითხად საკრებულომ განიხილა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის 2018 წლის მიზნობრივი სპროგრამის მიმდინარეობის პროცესში განხორციელებული შესყიდვების შედეგად დარჩენილი ეკონომიიდან თანხები გადანაწილებულიყო ორ, ადგილობრივი და საერთაშორისო დღეების აღნიშვნის და სახალხო ზეიმი შემოდგომა ქედაში, ღონისძიებაზე.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?