2022 წლის 05 დეკემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ №01-06/22 რიგგარეშე სხდომაზე ორი საკითხი განიხილა.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა „„ქედის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №10 დადგენილებაში.

სხდომაზე მეორე საკითხად განხილული და მხარდაჭერილი იქნა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი ,,ინფრასტრუქტურული/კეთილმოწყობითი სამუშაოების გამო, დაბა ქედა, შოთა რუსთაველის ქუჩაზე არსებული ობიექტების აღების, (დემონტაჟის), განადგურების შემთხვევაში, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კომპენსაციის ოდენობისა და გაცემის პირობების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.

მუნიციპალიტეტის იერსახის მოწესრიგების მიზნით მიმდინარეობს დაბა ქედაში, შოთა რუსთაველის ქუჩა N13 და N15-ში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება, სადაც განთავსებული იყო დამხმარე ტიპის შენობა-ნაგებობები, რომელიც ამახინჯებდა მუნიციპალიტეტის იერსახეს. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დასახელებული ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტის განხორციელების მიზნით, საჭირო გახდა ასეთი ობიექტების აღება, დემონტაჟი, დაშლა და განადგურება, რამაც გამოიწვია მათ მფლობელებზე მატერიალური ზიანის მიყენება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, საბაზრო ფასების გათვალისწინებით, „ინფრასტრუქტურული/კეთილმოწყობითი სამუშაოების გამო, დაბა ქედა, შოთა რუსთაველის ქუჩაზე არსებული ობიექტების აღების, (დემონტაჟის), განადგურების გამო მათ მფლობელებზე კომპენსაციის გაცემის შესახებ, რასაც საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს.