მთავარი სიახლეების არქივი

არჩილ ფარტენაძის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში დაიწყო

ქედის საფეხბურთო კლუბ ,,ბეთლემის" კაპიტნის, არჩილ ფარტენაძის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში, დღეს ოფიცილაურად გაიხსნა. ზონალური შესარჩევი თამაშები დილიდან დაბა ქედის, მახუნცეთისა და გოგიაშვილების მინი სპორტულ მოედნებზე მიმდინარეობდა, რომელშიც მონაწილეობას მუნიციპალიტეტის 14 გუნდი ღებულობდა. ფინალური თამაში 8 ივნისს, დაბა ქედაში გაიმართება და ნახევარ ფინალში გასული 6 გუნდი შეეჯიბრება ერთმანეთს. შეჯიბრი გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში იმართება, რომლის ბიუჯეტი 1600 ლარია. ზონალურ თამაშებს დღეს გამგებლის მოადგილე მამუკა ფარტენაძე ესწრებოდა.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ოქტომბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?