მთავარი სიახლეების არქივი

ამირან თურმანიძის დაჯილდოების ცერემონიალი

22 მაისს, თბილისის რუსთაველის თეატრში, ფონდი ,,ქართული გალობის" რიგით მეხუთე, საიუბილეო დაჯილდოება-კონცერტი გაიმართა. ,,თირინი" და ,,ფათიკო" -
ამ არაჩვეულებრივი ნომრებით ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი ,,მოყვარე" წარსდგა. ,,ქართული
ფოლკლორის მოამაგის" ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა - ლოტბარი ამირან თურმანიძე (მერისი)! მას ასევე ფულადი ჯილდო - 2 000 ლარის ოდენობით გადაეცა.
ქედის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ულოცავს ბატონ ამირანს ქართული სიმღერის უსაზღვრო სიყვარულისთვის, შემონახვისთვის, ერთგულებისთვის, გაწეული ჯაფისთვის მიღებულ ჯილდოს და ,,ქართული გალობის" ფონდს მუნიციპალიტეტის სახელით მადლობას უხდის ქედის ანსამბლების ღირსეულად წარმოჩენისთვის!

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?