
ც ნ ო ბ ა
საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის. დაბა ქედა მერაბ კოსტავას ქუჩა №3, ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული) მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის, საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე.
საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედური საკითხთა და ეთიკის კომისია (თავმჯდომარე - ამირან დევაძე) (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული;).
დაინტერესებულ პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრების წარდგენა შეუძლიათ სამანდატო, საპროცედური საკითხთა და ეთიკის კომისიაში.
განსახილველ საკითხზე ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომა შედგება 2021 წლის ივლისის თვეში (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული; სხდომათა დარბაზი).
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის, საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) გამოცემის თარიღად განსაზღვრულია 2021 წლის ივლისი.