დღეს, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ქედის მუნიციპალიტეტის 14-ვე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსა და საკლასო ოთახებში კოვიდრეგულაციების დაცვით განახლდა, ხოლო ქედის N1 საბავშვო-ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სააღმზრდელო პროცესი ოქტომბრის ბოლოს განახლდება.
,,ვულოცავ ბაგა-ბაღის აღსაზრდელებსა და მასწავლებლებსა სააღმზრდელო პროცესის დაწყებას. ერთობლივი ძალებით უნდა უზრუნველვყოთ სააღმზრდელო პროცესის კოვიდუსაფრთხო გარემოში წარმართვა და რეგულაციების მაქსიმალური დაცვა. გილოცავთ და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ.“ -აღნიშნა მერის მოადგილე, მამუკა ფარტენაძემ.
სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს მერის მოადგილე მამუკა ფარტენაძე განათლების, კულტურის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსთან - ეკატერინე ქაჯაიასთან და ბაგა-ბაღების დირექტორთან - აიშე თებიძესთან ერთად წონიარისისა და ახოს ბაგა-ბაღებში გაეცნო.