მთავარი სიახლეების არქივი

საკრებულოს 2019 წლის პირველ რიგგარეშე სხდომაზე საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობისთვის მიწის გამოყოფაზე იმსჯელეს

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, 2019 წლის 18 იანვარს გაიმართა წლის პირველი რიგგარეშე №01-06/01 სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე ხელმძღვანელობდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს, სხდომას საკრებულოს 24 წევრთაგან ესწრებოდა 19.

წარმომადგენლობითმა ორგანომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხად განიხილა ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს.კ. 21.03.34.441) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“-სთვის პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, ვადიანი, უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ განკარგულების პროექტი და მიღებული გადაწყვეტილებით ქედის მუნიციპალიტეტის, დაბა ქედაში ტ. აბუსერიძის ქ. №16-ში მდებარე საცხოვრებელი ბინების მიმდებარედ, მდებარე 1500 კვ. მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაცემული იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების საგენტო“ - ზე პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, 30 (ოცდაათი) წლის ვადით უსასყიდლო აღნაგობის ფორმით, საკითხის მომხსენებელმა მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა სულიკო ბოლქვაძემ ისაუბრა საკითხის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ აღნიშნული მიწის ფართობის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის გადაცემის შემთხვევაში დაიწყება საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება მუნიციპალიტეტის მოსახლეობას.

საზოგადოებრივი ცენტრი არის თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სივრცე. ცენტრში დასაქმებულები არიან საგანგებოდ შერჩეული და გადამზადებული ადგილობრივი კადრები, რომლებიც ელექტრონული მმართველობის საშუალებით გასცემენ ცენტრალური ხელისუფლების და კერძო სექტორის სერვისებს. გამოყოფილია სპეციალური სივრცე სამოქალაქო ჩართულობის ხელშესაწყობად. მოქალაქეთათვის ასევე ხელმისაწვდომია უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები, ვიდეო კონფერენციის აპარატურა და თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა.

სერვისებზე წვდომის გარდა, ცენტრებს ეკისრებათ მედიატორის როლი მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის. ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე სამოქალაქო სექტორს საშუალება აქვს საზოგადოებრივი ცენტრი გამოიყენოს ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის წარსამართად, მათთვის ახალი სერვისების, ინიციატივების, საკანონმდებლო ცვლილებების გასაცნობად და მოსახლეობის ინფორმირებულობის ასამაღლებელი ღონისძიებების ჩასატარებლად.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?