ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროფესიულ საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიამ, რომელსაც საკრებულოს აპარატის უფროსი მუხრან სალაძე უძღვებოდა, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2019 წლის 04 აპრილის №40 ბრძანებით საკრებულოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად დახურული კონკურსის შეფასების ეტაპის - ზეპირი დავალებისა და გასაუბრების ქულების განხილვის, საბოლოო შედეგების შეჯამების, გამარჯვებული კონკურსანტის გამოვლენის და დანიშვნის მქონე პირისათვის (მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის) დასანიშნად წარდგენის შესახებ იმსჯელეა.

სხდომაზე თავდაპირველად განხილულ იქნა კონკურსანტის მიერ გასაუბრებაზე დაგროვილ ქულათა შედეგები. გასაუბრება ჩატარდა ინდივიდუალური (ზეპირი) გასაუბრების საფუძველზე, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ სამართლებრივი აქტებიდან და შეფასება მოხდა საკონსკურსო კომისიის 2019 წლის 25 აპრილის №1 სხდომის ოქმში განსაზღვრული შეფასების სისტემისა და კონკურსანტის შეფასების მეთოდოლოგიის მიხედვით.

საბოლოო შედეგის გათვალისწინებით, საკრებულოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის პოზიციაზე კონკურსანტი პ/ნ 61008016726, რომელმაც საბოლოო შეფასებით მიიღო 51,8 ქულა, გამოცხადდა გამარჯვებულად.
საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი N4