
2022 წლის 9 ივნისს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/08 რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს 21 წევრიდან 20 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ,,,,ქედის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე, რომელსაც საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია განახორციელებს. დაინტერესბულ პირებს კომისიაში წინადადებების წარდგენის ვადად 2022 წლის 13 ივნისის 18:00 საათი განესაზღვრათ. კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად 2022 წლის 14 ივნისი, ხოლო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) გამოცემის თარიღად 2022 წლის 15 ივნისი იქნა განსაზღვრული.