ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის 14 მაისს გამართულ რიგგარეშე №01-06/08 სხდომაზე განიხილა და დაამტკიცა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი გაიზარდა 75 300 ლარით. სხდომაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ჯემალ ტაკიძემ მოხსენება გააკეთა ცვლილების პროექტზე და აღნიშნა, რომ აჭარის არ რესპუბლიკის მიერ გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერით განხორციელებული შესყიდვების შედეგად მიღებული ეკონომიის ხარჯზე მოხდება სხვა და სხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დაფინანსება.

სხდომაზე ასევე განხილულ იქნა ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში შესატანი ცვლილებები, კერძოდ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესაბამისი შესყიდვების განხორციელებისათვის საჭირო გახდა პროექტების შეძენა 14 ღონისძიებაზე, რომელის განხორციელების შედეგადაც მიღებული ეკონომიის ხარჯზე შესაძლებელი გახდა დამატებით იქნას შესყიდული მოსახლეობის მიერ მოთხოვნილი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შესყიდული იქნა და აუცილებელი გახდა საპროექტო ხარჯთაღრიცხვების მონაცემების გათვალისწინებით პროგრამაში შესაბამისი მონაცემების ასახვა და ცვლილებების შეტანა.

კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში უსასყიდლოდ დაბა ქედაში გოგებაშვილის ქ. №1-ში მუნიციპალურ საკუთრებად რეგისტრირებული 12 ერთეული საცხოვრებელი ბინის გადაცემის შესახებ, აღნიშნულ საკითხს წინ ერთვოდა რამოდენიმე თვიანი მუშაობა, როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამისი კომისიის, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საცხოვრებელი ფართების გამანაწილებელი შერეული კომისიის. მოხდა დაინტერესებული პირების/განცხადებების შემომტანი პიროვნებების შესწავლა, მათი საცხოვრებელი ფართების კვლევა და კომისიის გადაწყვეტილებით შერჩეული იქნა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 12 უსახლკარო შეჭირვებული ოჯახი, რომლებსაც სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდგომ ზემოთ დასახალებული საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ საკუთრებაში რეგისტრაციის უფლებით.

დღის წესრიგით გათვალისწინებული მე-4 საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქედის მუნიციპალიტეტის მერს მიეცა თანხმობა სსიპ - საქართველოს ნოტარიუსთა პალატაზე ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, ვადიან, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე.