ქედის ცენტრალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა გულნაზ ხაბაძემ, საბიბლიოთეკო დღეების ფარგლებში, დღეს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში საზოგადოებას გააცნო. შეხვედრას გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია, ქედის კულტურის ცენტრის დირექტორი როსტომ შერვაშიძე, პოეტი ანზორ ლორთქიფანიძე და საზოგადოების სხვა წევრები ესწრებოდნენ. სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლენილ ბიბლიოგრაფებს სპეციალური სიგელები გადაეცათ, ხოლო ბიბლიოთეკის კვირეულის ფარგლებში, პროფკავშირების ორგანიზებით ყვავილები და ფასიანი საჩუქრები