მთავარი სიახლეების არქივი

ქედის საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლეების წარმატებული კონკურსი

22 ივნისს, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა V რეგიონალური კონკურსი გაიმართა, რომელშიც ქედის სახელოვნებო სკოლის საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლეები მარი ხალვაში V- კლასი ( პედაგოგო - ნ.ჭყონია) და გურანდა გოგიტიძე VI- კლასი (პედაგოგი- ლ.ქაჯაია) მონაწილეობდნენ. წარმატებით წარსდგნენ საფორტეპიანო ანსანბლებში I- კატეგორია, შეასრულეს ორი სხვადსასხვა სტილისა და სახეობის ნაწარმოები (ოთხი ხელით), ხოლო II კატეგორია ,,ა,, ჯგუფში კი სრული პროგრამით გურანდა გოგიტიძე. დასკვნით ტურში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლამ - ქედის სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს საფორტეპიანო ანსანბლების კატეგორიაში, მაღალი პროფესიონალიზმისა და წარმატებული მოღვაწეობისათვის დიპლომები გადასცა. დიპლომი გადაეცა ასევე სახელოვნებო სკოლის დირექტორს ქალბატონ ირინე დევაძეს.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?