ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.


შეხვედრაზე მერმა მიიღი ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მდგომარეობის შესახებ. რწმუნებულებს მისცა მითითებები და დავალებები რათა ზამთარს მომზადებულები და მობილიზებულები შევხვდეთ, რომ თითოეულ პრობლემასთან დაკავშირებით გვქონდეს მყისიერი და ეფექტური რეაგირება.


შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ პროექტებზე და პროგრამებზე.