მთავარი სიახლეების არქივი

ქედის გამგეობაში ახალი მიზნობრივი პროგრამა ამოქმედდება

,,ფსიქიატრიული ამბულატორიული სერვისის დამატებით, მობილური (გასვლითი) გუნდებით უზრუნველყოფა" - ეს გამგეობის ჯანმრთელობისა და სოცილაური დაცვის სამსახურის ის ახალი პროგრამაა, რომლის განხორციელებასაც თვითმმართველობა მიმდინარე წლის 1 ივნისიდან გეგმავს. პროგრამის მიზანია: ფსიქიატრიული სათემო გუნდის განვითარება და ამბულატორიულ სერვისში გუნდური მუშაობის პრინციპების დანერგვა; შეამციროს რეციდივის სიხშირე და ძალადობრივი ქცევის რისკი, ხელი შეუწყოს ხანგრძლივი რემისიისა და სტაბილიზაციის პერიოდის შენარჩუნებას, დანიშნული მედიკამენტების მიწოდების უზრუნველყოფას და ა.შ. პროგრამა ამჟამად დამუშავების ბოლო ეტაპზეა, რომლის ფარგლებში გამგებელთან დავით დუმბაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა შპს რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს დირექტორმა ეკა ზოიძემ. შეხვედრას ჯანდაცვის სამსახურის უფროსი დავით თედორაძე და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ჯემალ ტაკიძე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაციები და ისაუბრეს პროგრამის განხორციელების გზებსა და ამოცანებზე.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ივლისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?