მთავარი სიახლეების არქივი

ქედელმა ახალგაზრდებმა კულტურული ძეგლები დალაშქრეს

ქედის გამგეობის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, დღეს მორიგი ტურისტული ლაშქრობა გაიმართა. უძველესი ბილიკი აგარიდან პირველ მაისამდე, ისტორიული მიწის ხიდი, ცივასულას ციხე, ასევე ძველი ბილიკით მახუნცეთის ჩანჩქერის სათავიდან ულამაზესი პანორამა, ჩანჩქერი, თამარის ხიდი - ეს ის მარშრუტია, 30-მდე ქედელმა ახალგაზრდამ ფეხით რომ განვლო. პროგრამის მიზანია, მომავალი თაობისთვის ისტორიული ქედის გაცნობა, ტურისტული პოტენციალის გათავისება და ბუნების საინტერესო ადგილების პოპულარიზაცია. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა ბოლო სამი წელია აქტიურად მართავს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა მიმართულებით ლაშქრობებს, რაც მოსწავლე-ახალგაზრდების წახალისებას, დაინტერესებას და ღირსშესანიშნავი ადგილების გაცნობას ისახავს მიზნად.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ოქტომბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?