2 წლიანი უმნიშვნელოვანესი პროექტი დაბა ქედაში - მდინარე აჭარისწყლისა და აკავრეთას ნაპირსამაგრი სამუშაოები - დასასრულისკენაა. ისტორიული პროექტის ბიუჯეტი კი 1 745 000 ლარს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ წყალუხვობისას ორივე მდინარე საფრთხეს უქმნიდა როგოც მოსახლეობას, ასევე ორგანიზაცია-დაწესებულებებს. გამგეობა ახლად ათვისებული ტერიტორიის კეთილმოწყობას გეგმავს და იქვე არაერთი სასიკეთო პროექტის განხორციელებას.