ქედის მუნიციპალიტეტსა და ბარდოს შორის პარტნიორული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დელეგაციასთან ერთად პოლონეთში 31 -ე ეკონომიკურ ფორუმში ,,კარპაჩი 2022“ ღებულობდა მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ბარდოს კომუნაში, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ და ქალაქ ბარდოს მერმა კრიშტოფ ჟეგანსკიმ პარტნიორული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტზე ხელმოწერის ღონისძიებას, აჭარის დელეგაცია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე ესწრებოდა.

ხელმოწერამდე შეთანხმება, ბარდოს კომუნის საბჭოს სხდომაზე კანონმდებლებმა ერთხმად დაამტკიცეს. პოლონეთისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით გამოცდილების გაზიარებას, თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობას, ევროკავშირის ფონდებიდან, კომუნალური და საერთაშორისო პროგრამებიდან რესურსების გამოყენებას, ტურიზმის, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა სფეროებში აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

აჭარის დელეგაცია ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალს - ცეზარ ფშიბილსკის, ვიცე-მარშალს - მარჩინ კჟიჟანოვსკის და ვროცლავის მერს - იაცეკ სუტრეკს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდნენ. კარპაჩის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დაესწრნენ რეგიონულ საინვესტიციო გამოფენასა და ეკონომიკურ საკითხებზე გამართულ პლენარულ სხდომებს, ასევე სკლარსკა პორებაში ქვემო სილეზიის სპორტული ცენტრის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას.

შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ორი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის რეგიონებს შორის მეგობრულ, ეკონომიკურ, საქმიან ურთიერთობებსა და სამომავლოდ დაგეგმილ ერთობლივ პროექტებზე.

ქედის მერი როლანდ ბერიძე ქედის მუნიციპალიტეტის კულტურული, ტრადიციული, ტურისტული პოტენციალისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მოკლე პრეზენტაციით წარსდგა.