მთავარი სიახლეების არქივი

მალე კოსტავას ქუჩაზე მდებარე რეაბილიტირებული სკვერი გაიხსნება

დაბა ქედაში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია დასასრულისკენ. კოსტავას ქუჩაზე მდებარე სკვერის ოფიციალური გახსნა ივლისის ბოლოსაა დაგეგმილი, სადაც ცნობილი საზოგადო მოღვაწის ყადირ შერვაშიძის ბიუსტი განთავსდება. გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მოეწყო დეკორატიული ბილიკები, გაზონები, განთავსდა სკამები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მეორე მსოფლიო ომის ობელისკს, უცნობი ჯარისკაცის საფლავს, განათების სისტემას და ა.შ. განთავსდება მემორიალური დაფა, რომელზეც დატანილი იქნება ქედის მუნიციპალიტეტიდან მეორე მსოფლუიო ომში დაღუპულთა და უგზო უკვლოდ დაკარგული გმირების სიები. სკვერის კეთილმოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 73 171 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,მშენებელი 5" აწარმოებს, რომელსაც 10-მდე ადგილობრივი ჰყავს დასაქმებული.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ოქტომბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?