,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017"-ის ფარგლებში, ვაიოს სექციის გოგონათა გუნდმა მორიგი წარმატება მოიპოვა. 28 მაისს, ქუთაისში გამართულ დასავლეთ საქართველოს შესარჩევ თამაშში პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ და ფინალური თამაშის საგზური მოიპოვეს. ქედელი სპორტსმენები ფედერაციის პრეზიდედენტმა კონსტანტინე ამირაჯიბმა დააჯილდოვა. ფინალი ქუთაისში ივნისის ბოლოს გაიმართება, სადაც დასავლეთისა და აღმოსავლეთის გამარჯვებული გუნდები შეხვდებიან. ქედის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ულოცავს გოგონათა გუნდსა და მწვრთნელებს მორიგ გამარჯვებას და ფინალურ თამაშში წარმატებას უსურვებს!