მთავარი სიახლეების არქივი

,,ღამე მუზეუმში" აქციას ქედის ისტორიული მუზეუმი შეუერთდა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივას - აქციას ,,ღამე მუზეუმში" ქედის ისტორიული მუზეუმი წელს პირველად შეუერთდა. ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმისა და ქედის ისტორიული მუზეუმის სამუშაო საათები დღეს 9 საათდან ღამის 12 საათამდე განისაზღვრა. დღის განმავლობაში მუზეუმები არაერთ ადგილობრივ თუ უცხოელ ვიზიტორს მასპინძლობდნენ. აქციის მსვლელობას საღამოს საათებში გაეცნენ ქედის გამგებელი დავით დუმბაძე, მოადგილე მამუკა ფარტენაძე და განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია. მუზეუმის დირექტორმა ვაჟა ფარტენაძემ სტუმრებს ექსპონანტებთან ერთად, ქედელი ისტორიკოსის ნოდარ გათენაძის სამეცნიერო ნაშრომები გააცნო. ,,საინტერესო იყო დღევანდელი აქცია ჩემი თანატოლებისთვის, უამრავი საინტერესო აღმოჩენაა დაცული აქ, სიმართლე გითხრათ არასოდეს ვყოფილვარ ასე გვიან მუზეუმში, თითქოს უფრო მეტი მისტიციზმია ახლა, ნამდვილად შეიძლება ითქვას ვიმოგზაურე წარსულში" - განაცხადა დამთვალიერებელმა ლინდა ნაკაშიძემ.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ოქტომბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?