მთავარი სიახლეების არქივი

განცხადება

ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ერთი ერთეული მოძრავი ქონების ავტომანქანა ტოიოტა RAV-4 (მსუბუქი მაღალი გამავლობის) სახ. ნომრით BTM-010 უპირობო ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითთმმართველობის კოდექსი“-ს 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, 118-ე მუხლის პირველი პუნქტის და 119-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“, „ქედის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის №24 დადგენილების „ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების (ქონება) ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 აპრილის №33 განკარგულებისა და მასში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1 (ერთი) ერთეული მოძრავი ქონების ავტომანქანა ტოიოტა RAV-4 ((მსუბუქი მაღალი გამავლობის) სახ. ნომრით BTM-010) პრივატიზება განხორციელდეს უპირობო ელექტრონული აუქციონის ფორმით, შავი ლითონის ჯართის სახით, თანახმად დანართი №1-სა.

2. მუნიციპალური ქონებების მოკლე აღწერილობა, საწყისი საპრივატიზებო საფასური, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/“ბე“ და „ბიჯი“-ს ოდენობა განისაზღვროს თანახმად დანართი №1-სა.

3. ფასის თაობაზე შემოთავაზებული საბოლოო თანხა (ბიჯი), რომლითაც გამოვლინდება გამარჯვებული ემატება საწყის გასაყიდ ფასს და მათი ჯამი წარმოადგენს საბოლოო გასაყიდ ფასს.

4. დამტკიცდეს ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ქონებების უპირობო ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია, თანახმად დანართი №2-სა.

5. აუქციონის დაწყების და დასრულების დრო: აუქციონი იწყება 2022 წლის 4 აგვისტოს 16:00 საათზე და სრულდება 2022 წლის 15 აგვისტოს 16:00 საათზე.

6. ელექტრონული აუქციონის პროცედურები განხორციელდეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ელექტრონული აუქციონის პორტალ www.eauction.ge-ს მეშვეობით.

7. დაევალოს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკური განვითარების სამსახურს (გ. წითელაძე) უზრუნველყოს აუქციონის შესახებ განაცხადის განთავსება ვებგვერდზე www.eauction.ge.

8. დაევალოს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციულ სამსახურს (ბ. სურმანიძე) წინამდებარე ბრძანება (პირობიანი ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია) გამოქვეყნდეს ქედის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www.keda.gov.ge.

9. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსს ს. ბოლქვაძეს.

10. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N358) მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან 3 (სამი) წლის ვადაში.

11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ინფორმაცია პირობები

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2024
ოქტომბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?