დაძაბული ფინალური ორთაბრძოლის მიუხედავად, ქედის ფრენბურთის ნაკრებმა გუნდმა ხულოს სპორტსმენების დამარცხება შეძლეს და ავთანდილ ბერიძის სახელობის თასის მფლობელები ზედიზედ მესამედ გახდნენ. მესამე ადგილი ბათუმთან გამარჯვებით შუახევის გუნდმა მოიპოვა. საინტერესო და დაძაბული ფინალის შემდგომ დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობდნენ ქედის გამგებელი დავით დუმბაძე, აჭარის ა რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები ბადრი ნაკაშიძე და სულიკო თებიძე, სამინისტროს წარმომადგენელი გულნაზ ტაბატაძე და ქედის რესუსრცენტრის დირექტორი დურმიშხან შავიშვილი. თანამდებობის პირებმა გუნდებს საპრიზო ადგილზე გასვლა მიულოცეს და ტურნირის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დაასაჩუქრეს საუკეთესო სპორტსმენები. რეგიონული შეჯიბრი ფრენბურთში ქედის გამგეობის ფინანსური მხარდაჭერითა და რესურსცენტრის ორგანიზებით ხორციელდება და ტრადიციულად, სხვა მუნიციპალიტეტების გუნდებს ქედა მასპინძლობს.