მთავარი სიახლეების არქივი

აქცია ქედაში ,,სუფთად ევროპისკენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ქედის მუნიციპალიტეტი შეურთდა. ,,დედამიწის დღესთან" დაკავშირებით, დღეს მორიგი მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელმაც 64-ვე სოფელი და დაბა მოიცვა. ასევე ოფიციალურად დასრულდა ნაგვის მართვასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანი ნაგვის სწორად მართვასთან დაკავშირებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, უკანონო ნაგავსაყრელების აღმოფხვრა, დაბინძურებული კერების დასუფთავება და ბუნკერული სისტემაზე გადასვლაა. აქცია დილიდან მიმდინარეობდა და მასში ჩართულნი იყვნენ გამგებლის წარმომადგენლები, მთავარი სპეციალისტები, საბავშვო ბაღებისა და სკოლის პედაგოგები, მუნიციპალიტეტში მოქმედი ორგანიზაციები მოსახლეობასთან ერთად. ქედის გამგეობის, საკრებულოსა და 10 მუნიციპალური ორგანიზაციის მიერ ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი დასუფთავდა. აქციას ორგანიზებას ზედამხედველობისა და კომუნალურსერვისის სამსახურები უწევდნენ.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ოქტომბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?