ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გაიზარდა.

2023 წლის მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 22 მილიონ 178 800 ლარით განისაზღვრა. შესაბამისად, მომდევნო წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობა საქმიანობას გაზრდილი ბიუჯეტით შეუდგება.

2023 წელს განხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა: 30 ბინიანი სოციალური სახლის მშენებლობა, მოეწყობა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი დასასვენებელი სივრცე, აშენდება სასწრაფოს მრავალფუნქციური შენობა. ასევე, დაგეგმილია ნაგავმზიდის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის - 1 ავტობუსის შეძენა.

დღეს ქედაში, მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. უწყების მთავარი დოკუმენტი ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძესთან და მერის პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან ერთად, მოსახლეობას და მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს წარუდგინა.

ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში გაიზრდება: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები, ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარების დაფინანსება, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი, დასუფთავების და გარემოს დაცვის მიმართულებები.

შეხვედრა ინტერქტიულ ფორმატში მიმდინარეობდა. შეხვედრაზე გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები, უმოკლეს ვადაში შესაბამისი სამსახურების მიერ იქნება შესაწავლილი და მოკვლეული ინფორმაციის შესაბამისად, აისახება ფინანსურ დოკუმენტში.