
ახალგზრდა ქალ მეწარმეთათვის 2 დღიანი საზაფხულო ბანაკი - ,,განვითარდი და განავითარე“ ოფიციალურად დასრულდა.
15 მონაწილე საფუძვლიანად გაეცნო: წარმატების საიდუმლი/მეწარმეობის საფუძვლებს; ეფექტური ბიზნეს პროექტის შექმნას ხარჯთააღრიცხვით. პრომოუშენსა და რებრენდინგს; ეფექტური პრეზენტაციის მომზადებას, წარდგენის ხერხებს; სოციალურ მედიას/ჰეშთეგ კამპანიას;
პროექტი ინოვაციური განათლების ფონდისა და ჯეოლაბის მიერ, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ დაფინასებული პროექტის - ,,ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ციფრული უნარების გადაცემის გზით“- ქვეპროგრამის ფარგლებში მოეწყო და მისი მიზანია: - მცირე და საშუალო მეწარმეობის უნარების განვითრება და სამეწარმეო კულტურის ამაღლების ხელშეწყობა, რაც ხელს შეუწყობს ქალების ჩართულობას სოფლის მეურნეობასა და აგრობიზნესში. - პროექტი ასევე ხელსშეწუყობს სტერეოტიპების დამსხვრევის საშუალებას და მაღალმთიანი მოსახლეობის ცნობიერბის ამაღლებას;
საზაფხულო ბანაკს მენტორობას უწევდნენ გვანცა სალია და თეა შარაშიძე, რომლებმაც მონაწილეებს სპეციალური სერთიფიკატები გადასცეს.