ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღე ქედაში, ონლაინ შეხვედრას დაეთმო.

zoom- შეხვედრას ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელი თეონა დიასამიძე უძღვებოდა, რომალმაც მონაწილეებს ესაუბრა ძალადობის კამპანიში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე, მიმოიხილა არსებული კანონმდებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის როლი და სამომავლოდ გასატარებელი თონისძიებები, ასევე გააცნო რეგიონში არსებულ სერვისები და კრიზისული ცნეტრების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრას, რომელიც ინტერაქტიულ ფორმატში მიმდინარეობდა, მუნიციპალიტეტის სამოქალაქო განათლების პედაგოგები, ახალგაზრდები, თვითმმართველობის მოხელეები და თემით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასასრულს, ხაზი გაესვა სამოქალქო განათლების აუცილებლობას და პედაგოგების მნიშვნელოვან როლს მოზარდების ცნობიერების ამაღლების კუთხით.

#არაძალადობას!