მთავარი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო სიახლეები

ქედის მერის მოქალაქეთა მრჩეველთა საბჭომ ანგარიში წარადგინა

პროექტის - ,,ქედის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერება" ფარგლებში, რომელიც მუნიციპალიტეტში ,,ღია საზოგადოება საქართველოს“ დააფინანსებით ხორციელდებოდა, საბჭოს წევრებმა დღეს ქედის მერს და თვითმმართველობის მოხელეებს ანგარიში წარუდგინეს.

აღსანიშნავია, რომ რეგიონის მასშტაბით, პირველი პრეცენდენტი შეიქმნა და ქედის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ დამოუკიდებლად მოიპოვა გრანტი, რომლის მიზანი ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში საბჭოს ფუნქციებზე ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების განხორციელება იყო. საბჭოს წევრები გადამზადდნენ შემდეგ საკითხებში: ადგილობრივი თვითმართველობის კომპეტენცია და მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმები და ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი და ბიუჯეტირების პროცესი.

პროექტის ფარგლებში გამოიცა საინფორმაციო ცნობარი, რომელიც მოიცავდა: ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია, თვითმართველობის ბიუჯეტი და მისი ფორმირების წესი, მოქალაქეთა ჩართულობის ფორმები, მრჩეველთა საბჭოს კომპეტენცია, მრჩეველთა საბჭოს საკონტაქტო ინფორმაცია.

განახლებულმა მრჩეველთა საბჭოს წევრებმა (მერის გადაწყვეტილებით 2019 წელს გაიზარდა საბჭოს შემადგენლობა და დაემატა გენდერული, ახალგაზრდული, არასამთავრობო და საინჟინრო კვოტებით წარმომადგენლები) საინფორმაციო კამპანია მუნიციპალიტეტის ათივე ადმინისტრაციულ ერთეულში აწარმოეს და დღეს გამართულ სხდომაზე, მოსახლეობის მიერ დასმული საკითხები მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს და თვითმმართველობისმოხელეებს გააცნეს: სასმელი წყლის პრობლემა, შიდა საუბნო გზების პრობლემა, გარე განათებების მოწესრიგება, ინტერნეტიზაცია, თემის კულტურიც ცენტრების შენობების მოწესრიგება.

,,მადლობა სამოქალაქო საბჭოს თითეულ წევრს გაწეული მუშაობისთვის, თითქმის ყველა საკითხი ჩვენთვის ცნობილია და მათგან უმეტესობის მოგვარებაზე უკვე დაწყებულია სამუშაოები, ნაწილობრივ ისედაც მიმდინარე პროექტების პროცესია და ასე, რომ ყველა მათგანზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება თქვენთან ერთად და თქვენი თანადგომით. მადლობა დონორ ორგანიზაციებს და იმედი მაქვს, რომ სამომავლოდაც გაგრძელდება ამ უმნიშვნელოვანესი რგოლის ინსტიტუციური გაგძლიერებისთვის არაერთი სასიკეთო პროექტი"- განაცხადა შეხვედრაზე ქედის მერმა ლევან გორგილაძემ.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2024
ოქტომბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?