ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე N01-06/02 სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში N01-06/02 რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს 17 წევრი ესწრებოდა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხოი საკითხი განიხილეს.
საკრებულომ ერთხმად დაამტკიცა ცვლილებები ,,ქედის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №21 დადგენილებაში, რომლითაც შესაძლებელი გახდება 2016 წლის მიწურულს დასრულებული პროექტებისათვის აღებული ვალდებულებების გასტუმრება.
სხდომამ ,,საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის მეთოდური რეკომენდაციებისა და კითხვარის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის თაობაზე საქართველოს მთავრობის ადმინიტრაციის იურიდიული დეპარტამენტთან კოსულტაციის შესაბამისად მიიღო საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დასრულების გადაწყვეტილება.
საკრებულომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო ,,„ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ოქმის შედგენაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტზე, ასევე დაამტკიცა ,,ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის 2017 წლის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |