მთავარი სიახლეების არქივი

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №01-06/11 მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული თვრამმეტი საკითხი განიხილეს.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №01-06/11 მორიგ სხდომაზე, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული თვრამმეტი საკითხი განიხილეს. სხდომას 24 წევრიდან 21 ესწრებოდა.

სხდომის გადაწყვეტილებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცამმეტ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტზე.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ქედის მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ცხრა ერთეული მოძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით, თხოვების უფლებით, ხუთი წლის ვადით, შპს ,,ავტოსატრანსპორტო საწარმო“-სათვის გადაცემაზე. ასევე მიეცა თანხმობა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სამი ერთეული უძრავი ქონების (მილსადენის, სასმელი წყლის მაგისტრალის) პირდაპირი განკარგვის წესით, შპს ,,ქედის წყალკანალი“-სათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის თაობაზე.

მორიგ სხდომაზევე დამტკიცდა და ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის ფინანსური უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამას დაემატა ახალი ღონისძიება - ,,როგორ ვაქციოთ იდეა პროექტად“. მომხსენებლის, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის გენდერული თანასწორობის საკითხებში - თეა შარაშიძის განმარტებით, ღონისძიების მთავარი მიზანი სოფლად მცხოვრები ქალთა უნარების გაძლიერებაა. მისივე განცხადებით, სასწავლო კურსი შედგება ორი, ერთმანეთთან დაკავშირებული, მაგრამ დამოუკიდებელი მოდულისაგან, რომელთა მიზანს (ცალ-ცალკე და ერთობლიობაში) წარმოადგენს მონაწილეებისათვის თანამედროვე საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის, პროექტის მონიტორინგისა და შეფასების წესების, აგრეთვე ანგარიშგების პრინციპებისა და ტიპების შესახებ ცოდნის გადაცემა.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?