ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა აცხადებს კონკურს ვაკანტურ თანამდებობებზე (ვრცლად)
9 დეკემბერი 2016
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა აცხადებს კონკურს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:
1. მთ. სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკური (აიტი) უზრუნველყოფის საკითხებში;
2. მთავარი სპეციალისტი ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში;
3. მთავარი სპეციალისტი მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში;
4. მთავარი სპეციალისტი ზვარეს ადმინისტრაციულ ერთეულში;
5. მთავარი სპეციალისტი დაბა ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში.
- ,,ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების შესახებ" ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 5 დეკემბრის N1087 ბრძანებით განსაზღვრულ ვაკანტურ პოზოციებზე კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: 1. განცხადების გადარჩევა; 2. გასაუბრება.
- კონკურსში მონაწილეობის პრეტენდენტებისათვის საბუთების მიღების ვადა განისაზღვრება გამოცხადების დღიდან (www.hr.gov.ge - ზე გამოქვეყნების დღიდან) 10 დღის ვადით.
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტს უფლება აქვს განაცხადი წარადგინოს არაუმეტეს 5 ვაკანსიაზე (პოზიციაზე), მხოლოდ ელექტრონული ფორმით, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით - (www.hr.gov.ge). კონკურსანტი რომელიც განაცხადს წარადგენს 5-ზე მეტ ვაკანსიაზე (პოზიციაზე) ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან ყველა პოზიციაზე.
- კონკურსანტის განაცხადი არ განიხილება და კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან, თუკი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებად ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) არასრულყოფილად ატვირთავს სავალდებულო დოკუმენტაციას.
- კონკურსის პირველ ეტაპზე სრულყოფილად წარმოდგენილი განცხადებების გადარჩევა მოხდება ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 7 დეკემბრის N1093 ბრძანებით დამტკიცებული კონკრეტული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
- განცხადების გადარჩევა განხორციელება არაუგვიანეს 2016 წლის 19 დეკემბრისა.