ქედაში, მასწავლებელთა მეშვიდე მუნიციპალური კონფერენცია ,,სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“ გაიმართა
დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლაში, მასწავლებელთა მეშვიდე მუნიციპალური კონფერენცია ,,სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“ გაიმართა.
კონფერენციის პროგრამა ითვალისწინებდა პლენარული და სექციური მოხსენებების სხვადასხვა მიმართულებას, რომლის მიზანი იყო პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება.
შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე, მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი სულიკო თებიძე, ქედის რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი, ბათუმის მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლები, ტრენერი მასწავლებლები, ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგები და დირექტორები ესწრებოდნენ.
კონფერენციის დასასრულს, ღონისძიებაში მონაწილე პედაგოგებს, დირექტორებს, მოდერატორებს და მოწვეულ სტუმრებს მადლობის სიგელები გადაეცათ.
ასევე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ჯემალ სურმანიძემ მეძიბნის საჯარო სკოლის დირექტორს სერგო დუმბაძეს, საგანმანათლებლო სფეროში გაწეული 45 წლიანი ღვაწლისა და მომავალი თაობის აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის დიპლომი გადასცა.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |