ქედაში, სახალხო ფესტივალი ,,შემოდგომა ქედაში“ გაიმართა
,,შემოდგომა ქედაში“ არის სტუმართმასპინძლობის, ძირძველი ტრადიციების წარმოჩენის, მეგობრობისა და სიყვარულის დღე. შესაბამისად, ღონისძიებას უამრავ სტუმარი და ტურისტი მასპინძლობდა.
ღონისძიება, საქართველოს ჰიმნის ფონზე დროშის აღმართვის ცერემონიით გაიხსნა.
ადგილობრივებს ტრადიციული ღონისძიება მიულოცეს და საპატიო ქედელები დააჯილდოეს ქედის მერმა როლანდ ბერიძემ, აჭარის ა რ მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და ქედის, შუახევის და ხულოს დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძემ.
ასევე, დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ცინცაძემ, დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძემ.
სახალხო დღესასწაული მრავალფეროვანი აქტივობებით გამოირჩეოდა.
გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოდგენილი პროდუქციის გამოფენა გაყიდვა, კულინარიული მასტერკლასი, ღვინის საწნახელში დაწურვის და ჭაჭის გამოხდის იმიტაცია, წარმოდგენილი იყო ქედის ღვინის მარნების და ადგილობრივი მეღვინეების პროდუქცია, რაც მიზნად ისახავდა ქედაში შემორჩენილი უნიკალური ვაზის ჯიშების წარმოჩენას და პოპულარიზაციას.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სპორტული აქტივობები: ქართულ ჭიდაობაში, ნარდში და ჭადრაკში
ბავშვების გართობაზე ზრუნავდნენ ანიმატორები და ზღაპრის გმირები. პატარებს დაურიგდათ ბამბის ნაყინი და პოპკორნი. ასევე, წარმოდგენილი იყო სახეზე ხატვა.
ღონისძიებას მუსიკალურად ქედის კულტურის ცენტრთან და სხელოვნებო სკოლასთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ბენდი და ტრიო გოგლაურა აფორმებდა.
სახალხო ფესტივალი ,,შემოდგომა ქედაში“ ჯგუფი ,,ურსას“ გრანდიოზული კონცერტით დასრულდა.
ფესტივალზე, ახალგაზრდების წინაშე სიმღერით წარსდგენ, ღონისძიების წამყვანები ზურა გორგაძე და თიკო ჩორგოლაშვილი, ჰასან მესხიძე და DJ MZM.
საღამო ფოიერვერკით დაიხურა.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | |||
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |