,,ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ მონაწილეებთან ხელშეკრულება გაფორმდა
25 სექტემბერი 2024 | მერია
დღეს, ,,ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
ქედის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოსა და ღია სივრცე საზოგადოებისთვის ,,ქალთა ოთახის“ მიზნობრივი პროგრამის ,,ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის" ფარგლებში გამარჯვებულ მონაწილეებთან ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულებას, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ და იდეის გამარჯვებულმა კონკურსანტებმა მოაწერეს ხელი.
ქედაში პროექტი მესამე წელია წარმატებით ხორციელდება, რომლის ფარგლებში მიმდინარე წელს 13 ბიზნეს-იდეა დაფინანსდა. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია, საწყისი ბიუჯეტი 15 000 ლარი იყო, ხოლო მიმდინარე წელს 45 000 ლარს შეადგენს.
ქედაში პროექტი მესამე წელია წარმატებით ხორციელდება, რომლის ფარგლებში მიმდინარე წელს 13 ბიზნეს-იდეა დაფინანსდა. აღსანიშნავია, რომ პროგრამის“ ფარგლებში პროექტის ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია. პირველად ბიუჯეტი 15 000 ლარი იყო და მიმდინარე წელს რაც ჯამში 45 000 ლარს შეადგენს.
პროგრამის განხორციელების მიზანია ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება და ხელშეწყობა, მათი საქმიანობის წახალისება, ადგილზე დასაქმების შესაძლებლობა და მეწარმე ქალების რაოდენობის გაზრდა, რაც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
დაუკავშირდი მერიას
დაუკავშირდი საკრებულოს
სიახლეების არქივი
2025
ივლისი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |