მთავარი მერია სიახლეები

,,პროფესიული ორიენტაცია და ტოლერანტობა” ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ,,გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამის" ფარგლებში, ძენწმანისა და პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ტრენინგი თემაზე ,,პროფესიული ორიენტაცია და ტოლერანტობა” გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო მოზარდებში ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, განსხვავებული აზრის, კულტურის, სამყაროს ხედვის აღიარება, რომ ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მაგრამ თანასწორნი არიან. მოზარდის მიერ პროფესიის არჩევასა და მომავალი საქმიანობისათვის შესაფერისი ობიექტის მიგნებაში, დიდი როლი აკისრია ოჯახსა და სკოლას.

შეხვედრა ახალგაზრდებისთვის საინტერესოდ წარიმართა. ისინი უშუალოდ ჩაერთნენ დისკუსიაში, დააფიქსირეს საკუთარი შეხედულებები თემის ირგვლივ, განიხილეს ფილმები და მაგალითები.

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს თემასთან დაკავშირებული სახელძღვანელოები გადაეცათ.

ტრენინგს განათლების სამინისტროს ექსპერტი, ფსიქოლოგი - მაია ბლადაძე უძღვებოდა.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ივნისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?