მთავარი გენდერული თანასწორობის საბჭო სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრები 4 ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ქალთა ოთახის მიზნობრივი პროგრამის ,,ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები მერისის, ოქტომბრის, დოლოგნისა და მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.

შეხვედრას ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამჯდომარე ამირან ცინცაძე, საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ოთარ ხარაძე, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ჯემალ ტაკიძე და კომისიის წევრები უძღვებოდნენ, რომლებმაც ისაუბრეს პროგრამის არსსა და მნიშვნელობაზე.

შეგახსენებთ, რომ პროგრამის ბიუჯეტი მიმდინარე წელს 30 000 ლარია, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა გაძლიერებას, ძლიერი მხარეების წახალისებას, ადგილზე საკუთარი საქმის წამოწყების შესაძლებლობას და სუსტი მხარეების აღმოფხვრის ხელშეწყობას.


დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ოქტომბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?