მთავარი გენდერული თანასწორობის საბჭო სიახლეები

ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის ფარგლებში გამარჯვებულ მონაწილეებთან ხელშეკრულება გაფორმდა

ქედის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოსა და ღია სივრცე საზოგადოებისთვის ,,ქალთა ოთახის“ მიზნობრივი პროგრამის ,,ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის" ფარგლებში გამარჯვებულ მონაწილეებთან ხელშეკრულება გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ და გამარჯვებულმა ბენეფიციარებმა მოაწერეს.
დოკუმენტს ხელი ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ და გამარჯვებულმა ბენეფიციარებმა მოაწერეს.

პროექტი წელს მეორედ ხორციელდება, რომლის ფარგლებში სულ 22 ბიზნეს-იდეა შემოვიდა. აქედან, რვა გამარჯვებული მონაწილე მიიღებს დაფინანსებას. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში პროექტის ბიუჯეტი 15 000 ლარით გაიზარდა, რაც ჯამში 30 000 ლარს შეადგენს.

პროგრამის განხორციელების მიზანია ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება და ხელშეწყობა, მათი საქმიანობის წახალისება, ადგილზე დასაქმების შესაძლებლობა და მეწარმე ქალების რაოდენობის გაზრდა, რაც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ღონისძიებას, ასევე ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე, ,,ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის" პროგრამის კომისიის თავმჯდომარე იმედა ვასაძე და კომისიის წევრები.
facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?