მთავარი გენდერული თანასწორობის საბჭო სიახლეები

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კამპანია

ქედის მუნიციპალიტეტი, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას უერთდება, რომელიც მსოფლიოში 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით 1991 წლიდან აღინიშნება.

დღეს, კამპანიის ფარგლებში ტრეინინგი თემაზე ,,ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე“ ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებისთვის და საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებისთვის გაიმართა.

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ არაერთი მნიშვნელოვანი

ღონისძიება განხორციელდა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის და პრევენციის მიზნით. მათ შორის, დაიხვეწა კანონმდებლობა, შეიქმნა დამატებითი საკანონმდებლო გარანტიები ძალადობის მსხვერპლთათვის და გაძლიერდა ინსტიტუციური მექანიზმები.

ქედის მუნიციპალიტეტში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის მხარდამჭერი მუნიციპალური ახალი პროგრამა ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლებას, მსხვერპლის სტატუსის მქონე პირთათვის ფინანსურ დახმარებას სტატუსის მოქმედების ვადით, ასევე საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის დაქირავებას.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია და მხარს უჭერს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევა საერთო საქმე და საერთო პასუხისმგებლობაა.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
თებერვალი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?