მთავარი სიახლეების არქივი

საკრებულოს №01-06/07 მორიგი სხდომაზე ექვსი საკითხი განიხილეს

2020 წლის 17 ივლისს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი №01-06/07 სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს 24 წევრიდან 21 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ და მეორე საკითხებზე - „ „ქედის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ „ქედის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტებზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტები. განსახილველი საკითხების თაობაზე ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომა შედგება 2020 წლის 20 ივლისს დღის 16:00 საათზე (მის.: დაბა ქედა მ.კოსტავას ქ. №3, ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, სხდომათა დარბაზი), ხოლო აღნიშნული დადგენილებების მიღების თარიღია 2020 წლის 22 ივლისი.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ მე-3 საკითხად საკრებულოს წევრებმა განიხილეს „ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების (ქონება) ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 აპრილის №33 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი. საკითხს მხარი დაუჭირა 21-ვე საკრებულოს წევრმა.

სხდომაზე მე-4 საკითხად განხილულ იქნა და უმრავლესობის მხარდაჭერით ქედის მუნიციპალიტეტის მერს თანხომბა მიეცა ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე (ს/კ 21.03.34.508), გარე რეკლამის განთავსებისათვის აუქციონის წესით ნებართვის გაცემაზე.

საკრებულომ მეხუთე საკითხად განიხილა ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეთანხმების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი. საკითხს დამსწრეთა უმრავლესობით დაუჭირა მხარი.

სხდომაზე დამსწრეთა უმრავლოესობით დამტკიცებული იქნა ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2020 წელში განსახორციელებელი ღონისძიებათა დამტკიცების შესახებ განკარგულების პროექტი..

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?