მთავარი სიახლეების არქივი

სოფო ბაკურიძე დღეს ქედის ,,ქალთა ოთახი"-ს ბენეფიციარებს შეხვდა

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ერთმანეთისთვის" ხელმძღვანელი სოფო ბაკურიძე დღეს ქედას სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში, გამგეობის ღია სივრცე საზოგადოებისთვის ,,ქალთა ოთახი"-ს ბენეფიციარებს შეხვდა და მონაწილეობა მიიღო დიკუსიაში ისეთ თემებზე, როგორიცაა ნაადრევი ქორწინება, ქალთა მიმართ ძალადობა, შშპ პირთა ირგლივ არსებული პრობლემები და ა.შ. ,,ქალთა ოთახის" მენეჯერმა და გამგებლის მრჩეველმა გენდერულ საკითხებში თეა შარაშიძემ პრეზენტაციის სახით წარადგინა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალბატონების გააქტიურების მზარდი სტატისტიკა, შეთავაზებული სერვისები, მეწარმე ქალბატონების დაინტერესება სხვადასხვა პროგრამებით და მათი ხელშეწყობა, ვიზიტორთა სტატისტიკა და სხვა. ,,მიხარია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე არსებული "ქალთა ოთახი"სწორი მმართველობის დანერგვას ემსახურება. ვფიქრობ, ქალთა ჩართულობა ნამდვილად ზრდის თვითმმართველობის ქმედითუნარიანობასა და ეფექტურობას" - აღნიშნა სოფო ბაკურიძემ. შეხვედრა ორივე მხარისთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა. ქალბატონებმა სამომავლო გეგმები დასახეს და მჭიდრო, კოორდინირებულ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?