საკრებულოში 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი განიხილება





ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე №01-06/09 სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება გაგრძელდა „ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტსა და „ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე. ცვლილების თანახმად, განსახილველ საკითხებზე ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომა შედგება 2021 წლის 29 ივლისს, ხოლო დადგენილებების გამოცემის თარიღად განისაზღვრა 2021 წლის 30 ივლისი.
დღის წესრიგის თანახმად ასევე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო „„ქედის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტზე. საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაზე უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია (თავმჯდომარე - რეზო თურმანიძე). ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომის მოწვევის თარიღად განისაზღვრა 2021 წლის 29 ივლისი, დღის 15:00 სთ (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული;), ხოლო დადგენილების გამოცემის თარიღად 30 ივლისი.
სხდომაზე საკრებულოს მიერ ცნობად იქნა მიღებული ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის 2021 წლის II კვარტლის შესრულების შესახებ ანგარიში.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |