საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ქედის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმაში ცვლილებები დამტკიცდა



2022 წლის 14 ნოემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში N01-06/19 რიგგარეშე სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 1 საკითხი განიხილეს.
საკრებულოს გადაწყვეტილებით ცვლილებები დამტკიცდა „ქედის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 სექტემბრის №7 დადგენილებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილებით განხორციელდა ქედის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმაში გარკვეული ცვლილებების შეტანა. ვინაიდან საკრებულოს მიერ 2021 წლის 28 სექტემბერს მიღებული დოკუმენტი შემუშავებული იყო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს ამოქმედებამდე, საჭირო გახდა დამტკიცებულ დოკუმენტში გარკვეული ცვლილებების შეტანა.
სიახლეების არქივი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |