ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ №01-06/14 სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე უძღვებოდა, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს, ვიდრე საკითხები კენჭისყრაზე დადგებოდა სხდომის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტმა უკვე მიიღო იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული ელექტრო მიკრო-ავტობუსი, რომელიც სრულად ადაპტირებულია შშმ პირებზე, ავტობუსი იმოძრავებს დაბის ტერიტორიაზე და უფასოდ მოემსახურება მოსახლეობას, აღნიშნულ საგრანტო პროგრამაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საკრებულომ მადლობა გადაუხადა პროექტის ავტორს - საკრებულოს აპარატის უფროსს მუხრან სალაძეს.

საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხად განიხილეს ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი პეტიციის - „მოქალაქეთა ხელსაყრელი მობილობის უზრუნველყოფა ქედის მუნიციპალიტეტში“ განხილვის შედეგების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში, საკითხის განხილვას ესწრებოდა პეტიციის ავტორი მარია ბარამიძე და არასამთავრობო ორგანიზაცია „საორსა“-ს წარმომადგენლები.

წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტით შესაძლებელი იქნება დაფინანსდეს მგზავრთა ტრანსპორტირება რამოდენიმე სოფელში, რომელსაც საპილოტე სახე მიეცემა და გვიჩვენებს პროგრამის განხორციელების რა მაშტატები და ფინანსური სახსრები იქნება სამომავლოდ საჭირო.

საკითხს მხარი დაუჭირა საკრებულოს დამსწრე წევრთა სრულმა შემადგენლობამ, რისთვისაც როგორც პეტიციის ავტორმა ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საკრებულოს მოქალაქეთა საჭიროებების გათვალისწინებისა და ნაყოფიერი მუშაობისათვის.

სხდომაზე მეორე საკითხად განიხილეს და ცნობად მიიღეს ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის 2021 წლის III კვარტლის შესრულების შესახებ ანგარიში.

სხდომის დასრულების შემდეგ საკრებულოს აპარატის პირველი კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში ლაშა ბერიძემ საკრებულოს აპარატის სახელით მადლობა გადაუხადა საკრებულოს თავმჯდომარეს გაწეული საქმიანობისა და ურთიერთ თანამშრომლობისათვის.