ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2018 წლის 28 დეკემბერს გაიმართა მორიგი №01-06/22 სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე ხელმძღვანელობდა, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს, საკრებულოს სხდომას 23 წევრი ესწრებოდა.

სხდომაზე განხილული და მიღებული გადაწყვეტილებით დამტკიცდა ქედის მუნიციპალიტეტის 2019 ადგილობრივი ბიუჯეტი, რომელიც 11 მილიონ 512 ათას 800 ლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2 მილიონი ლარით მეტია.
4 მილიონ 700 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უნდა გადანაწილდეს, მათ შორისაა სოციალური სახლის მშენებლობა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია და მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები. გათვალისწინებულია მახუნცეთისა და ფრიდონ ხალვაშის პარკების რეაბილიტაცია. 565 ათასი ლარია გათვალისწინებული შიდა გზების მოწყობისთვის, ხოლო 800 ათასი ლარი ავარიული შენობების რეაბილიტაცია- დემონტაჟისათვის.
ქედის საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, ბიუჯეტი წელს პროგრამული სახით მომზადდა და მასში მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად დასახელებული საკითხები აისახა.

საკრებულოს წევრებმა სხდომაზე მეორე - მესამე საკითხებად განიხილეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი და ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტები. საკითხების მომხსენებელმა აპარატის უფროსმა მუხრან სალაძემ განმარტა, რომ ამ დადგენილებების პროექტით მიღებული იქნება ორი ახალი დადგენილება, რომლებიც ცალკე დაარეგულირებენ აპარატის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს, მიღებული დადგენილებებით კი ძალადაკარგულად გამოცხადდა „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №1 დადგენილება.

წარმომადგენლობით ორგანოში მეოთხე საკითხად განხილული იქნა ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტზე პირდაპირი განკარგვის წესით, ვადიანი, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ განკარგულების პროექტი, რომლის მიღებაც უზრუნველყოფს ქედის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ ქონების გადაცემის პროცედურების სამართლებრივ რეგულაციას. აღნიშნულით მოხდება სარწყავი არხების კერძოდ 4 (ოთხი) ერთეული სარწყავი არხის, რომელთა საერთო სიგრძე შეადგენს 2812,02 გრძივ მეტრს, სარგებლობის - უზუფრუქტის უფლებით გადაცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტზე, სხდომაზე საკითხის მომხსენებელმა მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა სულიკო ბოლქვაძემ გააკეთა განმარტა, რომ საქვეუწყებო დაწესებულება თანახმა არის აღნიშნული ქონების მიღებაზე და საჭირო სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების თაობაზე, რაც დადებითად წაადგება ჩვენი სოფლების მოსახლეობას უხვი მოსავლის მიღების მიზნით.

სხდომაზე ბოლო მე-5 საკითხად განხილული იქნა ქედის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ განკარგულების პროექტი, გენდერული თანასწორობის საბჭოს მისიაა, ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის შესახებ ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ქალთა როლის მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელებას და თემის პოპულარიზაციას როგორც გარე, ისე შიდა აუდიტორიაში. უზრუნველყოს სხვადასხვა დაინტერესებული თუ ჩართული მხარის ძალისხმევის გაერთიანება ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის წარმოებისას, აღნიშნული სამოქმედო გეგმაც შეიცავს იგივე სახის ფორმულირებებს და 2019-2020 წლების გენდერული საკითხების ჭრილში დაგეგმილ უამრავ აქტივობას, რომლის პროცედურების სამართლებრივი რეგულაცია მოხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ 2018 წლის 28 დეკემბერს გამართული ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი №01-06/22 სხდომა დახურულად გამოაცხადა.