2022 წლის 20 მაისს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/06 რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს 21 წევრიდან 15 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.

სხდომაზე პირველ საკითხად განიხილეს და ხმათა უმრავლესობით მიიღეს - ,,სსიპ - საქართველოს ნოტარიუსთა პალატაზე ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, ვადიან, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომელიც მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის სულიკო ბოლქვაძის მიერ იქნა წარმოდგენილი. აღნიშნული გადაწყვეტილებით ქედის მუნიციპალიტეტის მერს მიეცა თანხმობა ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ქედა, 26 მაისის ქ.№1-ში მდებარე შენობა-ნაგებობის მე-2 სართულზე არსებული 32.5 კვ.მ. ფართის (ს/კ21.03.35.021.01.500) გადაცემაზე, შემდგომ სსიპ - საქართველოს ნოტარიუსთა პალატაზე პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, სამი წლის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით საკრებულოს წევრებმა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო დღის წესრიგით გათვალისწინებულ მე-2 საკითხზე - „„ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე, რომელსაც ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია განახორციელებს. ზეპირი მოსმენის შესახებ სხდომის მოწვევის თარიღად განისაზღვრა 2022 წლის 25 მაისი, ხოლო ნორმატიულ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) გამოცემის თარიღად 2022 წლის 27 მაისი.