
2022 წლის 25 მარტს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში №01-06/03 მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს 21 წევრიდან 20 ესწრებოდა. სხდომას ასევე ესწრებოდა ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე.
საკრებულომ პირველ საკითხად განიხილა და აბსოლიტური უმრავლესობის გადაწყვეტილებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო „ქედის მუნიციპალიტეტის დაბა ქედის ტერიტორიულ საზღვრებში ადგილობრივი მუნიციპალური რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსის (M2 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცებისა და სამგზავრო ტარიფის განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე, რომელსაც საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია განახორციელებს. ზეპირი მოსმენის თარიღად განსაზღვრეს 2022 წლის 22 აპრილი, ხოლო ნორმატიული აქტის გამოცემის თარიღად კი 2022 წლის 29 აპრილი.
საკრებულომ მეორე საკითხად განიხილა და ხმათა უმრავლესობით მიიღო ,,ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომელიც სხდომაზე მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ქონების მართვის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გულადი წითელაძის მიერ იქნა წარმოდგენილი.
სხდომაზე მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე საკითხად საკრებულოს მიერ განხილულ და დადებითად შეფასებული იქნა:
ა) ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის 2021 წლის წლიური შესრულების ანგარიში.
ბ) ქედის მუნიციპალიტეტის მიერ 2021 წლის შესყიდვების გეგმის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების ანგარიში.
გ) ქედის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ 2021 წელში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში.
დ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის 2021 წლის მეოთხე კვარტლის ანგარიში.